ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ოლქში

შეხვედრები გაიმართა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის გუბერნატორთან, ქ. ალექსანდრუპოლის მერიის გენენარულ მდივანთან და ვიცე მერთან.

გუბერნატორთან შეხვედრისას განხილულ იქნა რეგიონში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობისათვის საჭირო სამომავლო ღონისძიებები. აგრეთვე, საუბრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ოლქის ეკონომიკურ პოტენციალს და აღინიშნა ქართველი და ბერძენი ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.

ქ. ალექსანდრუპოლის მერიის გენერალურ მდივანთან, იოანნის ბოგდისთან და ვიცე- მერთან, ილიას დასტერიდისთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას და ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ, ისტორიულ კავშირებს, რაც მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეა დამყარებული.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო ალექსანდრუპოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ამასთანავე, შეხვედრებზე აღინიშნა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაქიის რეგიონის მზარდი სავაჭრო-ეკონომიური და ტურისტული პოტენციალი.

 საქართველოს დიპლომატიური მისიები 

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading