ანსამბლი „დიდება“ – ქართული ცეკვის სიყვარული, რომელიც ბავშვობის ოცნებიდან დაიწყო

2022 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ – საიმერლოს საჯარო სკოლაში ქორეოგრაფიულ ანსამბლ „დიდებას“ ჩაეყარა საფუძველი.

დღეს ანსამბლში დაახლოებით 100 ბავშვი ცეკვავს და ამ დროის განმავლობაში კოლექტივმა არაერთ წარმატებას მიაღწია როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ანსამბლის ხელმძღვანელები – ბელა სხირტლაძე და თამაზ ცხადიაშვილი – აღნიშნავენ, რომ ქართულ ცეკვებს აზერბაიჯანულ სკოლებშიც ასწავლიან, სადაც ბავშვები პროცესში დიდი ინტერესითა და მონდომებით ერთვებიან.

როგორც ქორეოგრაფები ამბობენ, ანსამბლის შექმნის იდეა საერთო პროფესიულმა გზამ გააჩინა. ისინი წლების განმავლობაში ერთად ცეკვავდნენ ქართული ნაციონალური ბალეტ ,,სუხიშვილებიში”, ხოლო საკუთარი ანსამბლის შექმნა ბავშვობიდანვე მათი ოცნება იყო.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading