მარნეულის საკრებულოში კრიზისული ცენტრის საქმიანობასა და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაზე იმსჯელეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო-ს მარნეულის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მოქმედი კრიზისული ცენტრის საქმიანობა, ასევე ყურადღება გამახვილდა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და ძალადობის მსხვერპლთათვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი, მოადგილეები: რიჩარდ გიგანი, ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, აპარატის უფროსი ნინო ბერიძე და ქალისა და მამაკაცის უფლებების თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ია ესებუა.
