დმანისის მუნიციპალიტეტში თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

დმანისის მერის პირველმა მოადგილემ, კახა პეტრიაშვილმა, დღეს შეხვედრა გამართა ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორ ედუარდ ჯიშკარიანთან.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა ეროვნული და სამოქალაქო თავდაცვის სისტემებში, მოხალისეთა ტერიტორიული დანაყოფების შექმნის გეგმა და საპილოტე საგანმანათლებლო პროგრამა „სამხედრო საქმე“, რომელიც საჯარო სკოლებში დაიწყება.

შეხვედრის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც მხარეებს შორის პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

დმანისის მუნიციპალიტეტი აქტიურად ჩაერთვება აღნიშნულ ინიციატივებში.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading