ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანია მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე განიხილეს 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

საუბარი შეეხო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ ახალ სასკოლო რეფორმასა და აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტების როლს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონის მასშტაბით არსებულ ბაგა-ბაღებში პროდუქტების ხარისხის კონტროლის საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე, მიმდინარე პროექტების ეფექტიან განხორციელებასა და საგანმანათლებლო მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე.

მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading