მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი „სუფთა მარნეულის“ წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი პირველ მოადგილესთან, გიორგი გოდაბრელიძე-თან ერთად, „სუფთა მარნეულის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
მერმა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტში სისუფთავისა და ეკოლოგიური გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მარნეულის ნარჩენებისგან გაწმენდა, მუნიციპალური სასაფლაოების მოწესრიგება, ნარჩენების ეფექტიანი მართვა და ქალაქის სუფთა იერსახის შენარჩუნება. არსებულის ეფექტიანად განხორციელება მოქალაქეების ჩართულობის გარეშე შეუძლებელია,“ – აღნიშნა მერმა.
მარნეულის მუნიციპალიტეტი ნარჩენების მართვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს. დაგეგმილია ახალი ნაგავმზიდისა და დამატებითი ურნების შეძენა.
