გარდაბანის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება

სადღესასწაულო პროგრამა 12:00 საათზე ტრადიციული სამოსით მსვლელობით დაიწყება, რომელიც აღმაშენებლის ძეგლის ტერიტორიიდან ცენტრალურ პარკამდე მოეწყობა.

12:30 საათიდან პარკში მოეწყობა საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და საბიბლიოთეკო გაერთიანების ცენტრი.

13:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading