დმანისში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
დმანისის ცენტრალურ სკვერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება და მოიცავს სხვადასხვა აქტივობას – გამოფენებს, ახალი ქანდაკების გახსნას, პანტომიმის თეატრის მსვლელობას, საბავშვო და ფოტო ზონებს, ფლორისტების კუთხეს, ისტორიული აქსესუარების ვორქშოფს, ასევე ტურნირებს ჭადრაკსა და მკლავჭიდში.
13:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი მუსიკალური ნომრებით, ხოლო 15:00 საათზე ღონისძიება ჰელიუმის ბუშტების ცაში გაშვებით დასრულდება.