მარნეულში 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართება

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-სთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობას გამართავს.

მსვლელობა კულტურის სახლიდან მოედნის მიმართულებით გაიმართება და 10:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების განცხადებით, დამოუკიდებლობის დღე საქართველოს თავისუფლების, ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრივი ღირსების სიმბოლოა. ღონისძიების მიზანია მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერონ თავისუფლებისა და ერთიანობის მნიშვნელობა ქვეყნის მომავლისთვის.

მარნეულის კულტურის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, შეუერთდნენ საზეიმო მსვლელობას და ერთად აღნიშნონ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading