მარნეულის სოფლების საიმერლოსა და ჯანდარის სკოლებში ბოლო ზარის ღონისძიებები გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოსა და ჯანდარის საჯარო სკოლებში დღეს ბოლო ზარის ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ამირან გიორგაძე, დაურ ისმაილოვი, ზაურ დარგალი, ვასილ ხახულაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები.
ხელმძღვანელმა პირებმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს ცხოვრების ახალ ეტაპზე.