„ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს“ – ადვოკატი აცხადებს, რომ ქმედება პროტესტის ფორმა იყო
ალექსანდრე ელისაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატი ამბობს, რომ ელისაშვილი აღიარებს მხოლოდ ფაქტობრივ ქმედებას, თუმცა დანაშაულს და ბრალდებას უარყოფს.
გიორგი რეხვიაშვილი ბრალდებას „აბსურდულს“ უწოდებს:
„ელისაშვილს დანაშაული არ ჩაუდენია – ეს იყო პროტესტის გამოხატვის ფორმა. ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლი აბსურდულია,“ – განაცხადა ადვოკატმა.