მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა სოფელ საიმერლოსა და ჯანდარის საჯარო სკოლების მეთორმეტეკლასელებს ბოლო ზარი მიულოცა

ორივე სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პერფორმანსები და შემოქმედებითი ნომრები წარუდგინეს.

მერმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ახალ შესაძლებლობებსა და პასუხისმგებლობებზე. მისი თქმით, მოსწავლეების წინაშე ახალი ეტაპი იწყება და მნიშვნელოვანია, მიღებული ცოდნა და გამოცდილება საზოგადოების კეთილდღეობას მოხმარდეს.

ღონისძიებაზე სკოლის დამთავრება ასევე მიულოცეს ზაურ დარგალმა, ამირან გიორგაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილიმა და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading