ბოლნისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომლებთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხები განიხილა და ყურადღება გაამახვილა კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობაზე, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოხდეს.

ზამურ ჭითანავა გამოეხმაურა ბოლო პერიოდში საჯარო სამსახურში გამოვლენილ კორუფციის ფაქტებს, კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კორუფციის ნებისმიერი შემთხვევა შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას გამოიწვევს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო მშენებლობებისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით უკანონო სარგებლობის ფაქტები. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით, როგორც სამშენებლო პროცესი, ისე მიწის ნაკვეთით სარგებლობა კანონის სრული დაცვით უნდა განხორციელდეს. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მსგავსი შემთხვევების გამოვლენა და დროული რეაგირების უზრუნველყოფა დაევალათ.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ასევე იმსჯელა ჭაბურღილებთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ ჩატარდება მონიტორინგი და პროცესში ჩაერთვება კომპანია, რომელიც საქართველოს რეგიონებს აღნიშნული მიმართულებით ემსახურება. მუნიციპალიტეტის განცხადებით, საკითხის სრულყოფილად მოსაგვარებლად ყველა საჭირო ღონისძიება განხორციელდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading