საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს თაღლითური შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილს ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თითქოს ისინი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, კერძოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის, დაჯარიმდნენ. შეტყობინებებს თან ერთვის ბმულიც.

საქართველოს საპატრულო პოლიცია განმარტავს, რომ აღნიშნული შეტყობინებები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ არ იგზავნება და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ შეასრულონ შეტყობინებაში მითითებული ინსტრუქციები.

უწყების განცხადებით, დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში.

საპატრულო პოლიცია ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი სამსახური შეისწავლის.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading