2025 წლის აპრილში ექსპორტი, წინა წლის აპრილთან შედარებით 41.1%-ით გაიზარდა და 616.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც აპრილის თვის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს

ჯამურად, იანვარ-აპრილში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას, 2,014.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-აპრილში იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 5,741.3 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა. 2025 წლის აპრილში სავაჭრო ბრუნვა 2,016.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. 2025 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 15.3%-ით, 7,755.7 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა,…

წაიკითხეთ მეტი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ანტონ ობოლაშვილის განმარტებით, იცვლება და ზუსტდება ტერმინ „ტურისტული გიდის“ განმარტება; მკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტები ტურიზმის სფეროში. „იცვლება პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა. მისი თქმით, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში სავალდებულო აკრედიტაციის ნაცვლად, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციას, ​​კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაცია განახორციელებს. კანონპროექტს,…

წაიკითხეთ მეტი

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტი – „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“ განიხილა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება მიღებული იქნა 2022 წლის 17 ივნისს და მოიცავს დებულებებს, რომელთაც პოზიტიური გავლენა ექნებათ თევზების მარაგების შენარჩუნებისა და მეთევზეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. „ოქმი კრძალავს 3 ტიპის…

წაიკითხეთ მეტი

ნათია თურნავამ რეიკიავიკის ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილოება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში „ფინანსური სტაბილურობა და განაკვეთების შემცირების ციკლი“ მიიღო მონაწილოება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიდგომის მნიშვნელობაზე, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია რისკების  მართვაზე ოპტიმალური შედეგების მისაღწევად. ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გლობალური გაურკვევლობის პირობებში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის პარალელურად საქართველო…

წაიკითხეთ მეტი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი,ნათია თურნავა რეიკიავიკის საერთაშორისო ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა რეიკიავიკის ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც ისლანდიის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის საერთაშორისო მაკროეკონომიკის ცენტრთან თანამშრომლობით ყოველწლიურად იმართება. რეიკიავიკის ყოველწლიურ ეკონომიკურ კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები. მათ შორის, ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტი ჯონ ვილიამსი, ასევე, ისლანდიის, მონტენეგროს, იტალიის, ჩინეთის, დანიის და…

წაიკითხეთ მეტი

ნათია თურნავამ უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ უნგრეთის ლიდერ ქალთა ორგანიზაციის წევრებთან გამართა შეხვედრა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ნათია თურნავამ საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. შეხვედრაზე ნათია თურნავამ ვიზიტორებს გააცნო ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებული მდგომარეობა და ზრდის…

წაიკითხეთ მეტი

ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ ტენდენციებსა და პროგნოზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გეოპოლიტიკური და რეგიონული შოკების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და  მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა.  „2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი…

წაიკითხეთ მეტი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელებთან ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მეთოდოლოგიის დეპარტამენტისა და საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლებმა გადასახადის გადამხდელებთან, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი შეხვედრა გამართეს. აღნიშნული შეხვედრა შემოსავლების სამსახურის მიერ, ციფრული სერვისების განვითარების ფარგლებში არსებული ახალი ინლაინ პლატფორმის – ,,შეხვედრების სივრცის“ დახმარებით განხორციელდა, რომლის მიზანია გადასახადის გადამხდელთან მუდმივი კომუნიკაცია. ონლაინ ფორმატში მიმდინარე შეხვედრისას 400-მდე მონაწილე დაესწრო. მათ…

წაიკითხეთ მეტი

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა და 2,182,811 მგზავრი შეადგინა

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის ოთხ თვეში – 1,442,525 მგზავრი და 7,283 რეისი მიიღო, Რაც გასული წლის პირველ 4 თვესთან შედარებით, მგზავრთნაკადის 13%-იან ზრდასა და რეისების 17%-იან ზრდას წარმოადგენს. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2025 წლის იანვარ-აპრილში 506,564 მგზავრსა და 1,533 რეისს მოემსახურა. წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 2,3%-იანი ზრდა ფიქსირდება, ხოლო…

წაიკითხეთ მეტი

შემოსავლების სამსახური მეწარმეებს აფრთხილებს – უნაღდო ანგარიშსწორებით, საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ღირებულების თანხის მისაღებად, სხვა პირის პერსონალური ან საბანკო მონაცემების გამოყენება/შეთავაზება დაუშვებელია

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა მიმდინარე კონტროლის პროცედურები, რა დროსაც გამოვლენილი იქნა მეწარმე სუბიექტების მხრიდან, მომხმარებელთან უნაღდო ანგარიშსწორებისას, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ღირებულების თანხის მიღების მიზნით, სხვა უცხო ფიზიკური პირის პერსონალური ან საბანკო მონაცემების გამოყენებისა და შეთავაზების შემთხვევები. შემოსავლების სამსახური მეწარმე სუბიექტებს შეახსენებს, რომ აღნიშნული ქმედება…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »