2025 წლის აპრილში ექსპორტი, წინა წლის აპრილთან შედარებით 41.1%-ით გაიზარდა და 616.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც აპრილის თვის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენს

ჯამურად, იანვარ-აპრილში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ოდენობას, 2,014.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.

2025 წლის იანვარ-აპრილში იმპორტი 15.7%-ით გაიზარდა და 5,741.3 მილიონი აშშ. დოლარით განისაზღვრა.

2025 წლის აპრილში სავაჭრო ბრუნვა 2,016.2 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.7%-ით აღემატება. 2025 წლის იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვა 15.3%-ით, 7,755.7 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ექსპორტის მსგავსად, ასევე რეკორდული მოცულობაა.

2024 წელს ექსპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. 2024 წელს ექსპორტი 7.8 პროცენტით გაიზარდა და 6.6 მილიარდი აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 8.5 პროცენტით გაიზარდა და 23.5 მილიარდ აშშ. დოლარს გაუტოლდა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading