ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე რუსთავის მერს, ნინო ლაცაბიძეს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

სახელმწიფო რწმუნებულმა რუსთავის მერისგან ქალაქში განხორციელებული რეფორმებისა და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და სოციალური პროგრამები, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურების მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. როგორც ლევან ხარაბაძემ აღნიშნა, გუნდური და კოორდინირებული მუშაობა უმნიშვნელოვანესია, რათა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ყველა პროექტი დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს.

რუსთავის მერიაში გამართულ შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading