მარნეულში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, პარლამენტის წევრ ზაურ დარგალთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, მარნეულში ქუჩების პერიოდული მოვლა-შენახვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება გოგებაშვილის, ჯავახიშვილისა და ვაჩნაძის ქუჩებზე. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება დაახლოებით 2 კმ გზა, რითაც 300 ოჯახს გაუუმჯობესდება გადაადგილების პირობები. სამუშაოების საერთო ბიუჯეტი 800 000 ლარია.