დმანისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
🎄 დმანისის ცენტრალურ სკვერში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც ადგილობრივი შემსრულებლები და მოწვეული სტუმრები პატარებსა და მსურველებს სადღესასწაულო განწყობას სძენდნენ.
საღამოს პროგრამაში შედიოდა:
✨ საშობაო ბაზრობა
✨ ანიმატორების შოუ ბავშვებისთვის
✨ სანტა კლაუსის ვიზიტი საჩუქრებით
✨ ფოლკლორული ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი
დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მშვიდობა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.