დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ტურიზმის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელა.


კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ანტონ ობოლაშვილის განმარტებით, იცვლება და ზუსტდება ტერმინ „ტურისტული გიდის“ განმარტება; მკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტები ტურიზმის სფეროში.


„იცვლება პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.


მისი თქმით, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში სავალდებულო აკრედიტაციის ნაცვლად, პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს ავტორიზაციას, ​​კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადმინისტრაცია განახორციელებს.


კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading