საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც „სერბეთის სასახლეში“ გაიმართა, მხარეებმა საქართველოსა და სერბეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეგობრული კავშირების, კულტურული სიახლოვისა და საერთო ღირებულებების მნიშვნელობას, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის. ასევე განხილული იყო მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით…