ირაკლი კობახიძე: ენერგეტიკის კომპანიებს 1 მილიარდი ლარის ჯარიმა ნაწილობრივ ჩამოეწერება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებაში, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ნაწილი კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება. ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

კობახიძე განმარტავს, რომ ახალი დათქმის მიზანია კომპანიებმა სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას. განმეორებითი ვადების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიებს დაეკისრებათ ახალი ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო ამასთან ერთად აღუდგებათ გადაწყვეტილებით ნაპატიებული ჯარიმებიც.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading