Vogue და GQ მკითხველს საქართველოში სამოგზაუროდ ეპატიჟებიან-ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანია
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საერთაშორისო მედია ჰოლდინგთან Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ საქართველოს შესახებ ონლაინ პლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ.
Vogue-სა და GQ-ს ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში გაეცნობიან.
კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა- „საუკეთესო გზამკვლევი საქართველოს და ამ ქვეყნის საგანძურის აღმოსაჩენად ერთ კვირაში“ სტატიაში საქართველოს ბუნება, კულინარია, ღვინო და ტურისტული ადგილებია აღწერილი.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.