ირაკლი კობახიძე: საქართველოს მიზანია ელექტროენერგიით სრულად თვითკმარი და ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ენერგეტიკის სტრატეგიული მიზანია, საშუალო ვადიან პერსპექტივაში ქვეყანა იყოს ელექტროენერგიით სრულად თვითკმარი და შეძლოს ელექტროენერგიის ექსპორტი. ამ მისაღწევად აუცილებელია ენერგეტიკის სისტემის სწრაფი განვითარება და ყველა ბარიერის მოხსნა, რომელიც ხელს უშლის სექტორის ეფექტურ ზრდასა და განვითარებას.