ქართველი მოჭიდავე გელა ბოლქვაძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალურ შეხვედრში ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ფინალურ დაპირისპირებამდე მან უნგრელი და ყატარელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი შვეიცარიელ მეტოქეს სძლია.

ქართველი სპორტსმენები ალბანეთის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.

საქართველოს სპორტის სამინისტრო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading