ირაკლი კობახიძე თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო, მიუხედავად გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მდგრადი განვითარებისა და სტაბილურობის ნიმუშს წარმოადგენს.

კობახიძემ ყურადღება გაამახვილა გლობალური საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე – შეიარაღებული კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება და ეკონომიკური არასტაბილურობა. მისი თქმით, მშვიდობა და ნდობის პრინციპები გლობალური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტებია, ხოლო საქართველოსთვის მშვიდობა პოლიტიკური არჩევანის გარდა, ეგზისტენციალური პრიორიტეტია.

პრემიერის განცხადებით, 2021-2024 წლებში საქართველო საშუალოდ 9.8%-იანი ეკონომიკური ზრდის ტემპით გამოირჩეოდა, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის გაორმაგებას ნიშნავს. ის ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი პროგნოზირებადი ეკონომიკური ზრდა რეგიონულ სტაბილურობას უწყობს ხელს.

ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა შუა დერეფნის მნიშვნელობას, როგორც აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ნდობის დერეფანს, რომელიც რეგიონული თანამშრომლობისა და სტაბილურობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ საქართველო კვლავ ერთგულია პარტნიორებთან თანამშრომლობის იდეისადმი, რათა მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის იდეალები კონკრეტულ და მდგრად პროგრესად გადაიქცეს.

ფორუმი თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა გახსნა, სადაც მონაწილეობენ რეგიონისა და მსოფლიო ლიდერები, მათ შორის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები აზიიდან, ევროპიდან და სამხრეთ კავკასიიდან.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading