ქვემო ქართლში მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა რეგიონული პროექტების განხილვის მიზნით

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გაიმართა.

მხარეებმა 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და განიხილეს უკვე მიმდინარე და დასრულებული პროექტები. ზაზა კვიციანმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა პროექტების შესაბამისი სტანდარტებით შესრულების მნიშვნელობა.

მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading