საქართველოს მთავრობამ უცხოელებისთვის შრომის ახალი წესები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი რეგულაცია, რომელიც განსაზღვრავს შრომითი საქმიანობის უფლებას შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე. დადგენილება ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ახალი წესი შეეხება მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელებს, რომლებიც საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან ან დამოუკიდებლად, სამეწარმეო/სამუშაო პროცესში ფინანსური სარგებლის მისაღებად მუშაობენ. დადგენილება ადგენს უფლებების გაცემის, გაგრძელებისა და შეწყვეტის წესებს, კრიტერიუმებს, ვადებს და მონიტორინგის მექანიზმებს….

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონების განვითარებაზე და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი პროექტების ეფექტიანად განხორციელებას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტრუქტურულ ერთეულებში ოპტიმიზაციას. „ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო კოორდინაცია ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სამინისტროების მხრიდან ადგილობრივ დონეზე და მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების ჩართულობა. ასევე შევეხეთ სოციალური…

წაიკითხეთ მეტი

ირაკლი კობახიძე: არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა ეროვნული და რელიგიური იდენტობის დაცვის ნაწილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე პარლამენტში ინტერპელაციის დროს განაცხადა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვა მიენიჭა 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეს. ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა აღწერის მონაცემებით დაახლოებით 257 000-ს შეადგენს, მათ შორის არიან ლეგალზეც და არალეგალზეც. 🔹 ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა აქვთ: 🔹 განათლება და ეკონომიკა: 🔹 შრომითი მიგრაცია: 🔹 არალეგალური მიგრაცია: 🔹 სხვა ტიპის…

წაიკითხეთ მეტი

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით წარდგა

პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ სახელმწიფო მტკიცედ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველს განსაზღვრავს. მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხი საკუთარი სიმტკიცითა და რწმენით ქმნიდა უნიკალურ კულტურასა და ისტორიას, ხოლო დღეს ქვეყნის მომავალი მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ გრძელვადიანი განვითარებისათვის აუცილებელია სამშობლოს სიყვარულზე, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის…

წაიკითხეთ მეტი

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები საკრებულოებში შეხვედრებს მართავენ

„ხალხის ძალის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები მარნეულის, რუსთავისა და გარდაბნის საკრებულოებში ფრაქციის წევრებს შეხვდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვედრას ფრაქციის თავმჯდომარე აქსანა კურბანოვა და მოადგილე ანარ დურსუნოვი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, პარტიის ხედვები, ხოლო ადგილობრივი წარმომადგენლები გასცეს ინფორმაცია ლოკალური საჭიროებების შესახებ.

წაიკითხეთ მეტი

მთავრობა მიგრაციის პოლიტიკას ამკაცრებს-1-ლი მარტიდან მკაცრად რეგულაციები

საქართველოში უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ლი მარტიდან კანონით მნიშვნელოვნად იზღუდება, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობა აღნიშნული კანონის ეფექტიან აღსრულებაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს. მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა გასული ერთი წლის განმავლობაში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევა, ვიდრე ჯამურად ბოლო…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს პრეზიდენტმა ხორვატიის პრეზიდენტს ოფიციალურად უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს უმასპინძლა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და მიმდინარე გლობალური პროცესები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირებს, კულტურულ სიახლოვესა და საერთო ღირებულებებს, რაც ურთიერთობების შემდგომი განვითარების საფუძველად შეფასდა. როგორც აღინიშნა, პრეზიდენტების დონეზე ზორან მილანოვიჩის ვიზიტი საქართველოში პირველია და…

წაიკითხეთ მეტი

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება

ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. მის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ცერემონიის დროს შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო მხარეებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მილანოვიჩი პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ ნიხეილ ყაველაშვილთან, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება იქნება გაკეთებული. ხორვატიის პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან…

წაიკითხეთ მეტი

პრემიერ-მინისტრმა დუბაიში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე – ინვესტიციების მომავალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე „ინვესტიციების მომავალი“. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021-2025 წლებში საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3%…

წაიკითხეთ მეტი

ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს

ბანკი ქართუ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ბანკი ქართუ ეხმიანება TV პირველის მიერ გავრცელებულ მორიგ მანიპულაციურ სიუჟეტს და ცრუ ბრალდებებს ბანკი ქართუს მიერ ნარკოდანაშაულში ბრალდებული პირისთვის ქონების მიყიდვის და სესხის გაცემის შესახებ. „პირიმზის“ შენობის რეალიზაცია მოხდა 2022 წელს. ბანკი ქართუ მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის და საუკეთესო საერთაშორისო საბანკო პრაქტიკის სრული დაცვით. მათ შორის შესწავლილ იქნა მყიდველი…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »