მკვლელობა ყვარლის მუნიციპალიტეტში
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 48 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 51 წლის კაცმა თანასოფლელს საკუთარ სახლში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ადგილობრივებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა აცხადებენ, რომ გარდაცვლილი და სავარაუდო დამნაშავე მეგობრები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.