გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ბავშვთა სახლი და სოციალური ცენტრი მოინახულეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლეილა ბენდელიანმა, ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, მზია კაჭარავამ, დეპუტატებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად ტრადიციულად მოინახულეს სოფელ ნორიოში არსებული ბავშვთა სახლი და ახალ სოფელში მდებარე ააიპ „მარიკა“ – „ღირსეული სიცოცხლისთვის“ ბენეფიციარები.
ვიზიტის მიზანი იყო ბენეფიციარების მხარდაჭერა, მათი საჭიროებებისა და ყოველდღიური გამოწვევების გაცნობა, ასევე სითბოსა და თანადგომის გამოხატვა. შეხვედრის ფარგლებში ბენეფიციარებს მიულოცეს ახალი წელი და ქრისტეს შობა, ხოლო ალილოს მსვლელობისას შემოწირული ნობათი გადასცეს.
შეხვედრა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სოლიდარობის, ადამიანური ურთიერთგაგებისა და საზოგადოებრივი ერთიანობის მნიშვნელობას, რაც თითოეული ბენეფიციარის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.