შილდაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

კახეთის სოფელ შილდაში მოკლული 48 წლის მამაკაცი ნოდარ ასაბაშვილია – ინფორმაციას გამოცემა „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს. მათივე ცნობით, სასიკვდილო ჭრილობა მას კარის მეზობელმა, 51 წლის ლევან ჩიტაშვილმა მიაყენა.

🔻 გამოცემის ინფორმაციით, ასაბაშვილი და ბრალდებული ერთად მუშაობდნენ და ბოლო პერიოდში დამეგობრდნენ. ადგილობრივების თქმით, მათ შორის კონფლიქტი ახალი წლის ღამეს დაიწყო, როდესაც ასაბაშვილი ჩიტაშვილთან მეკვლედ იმყოფებოდა. არსებული ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი ქალზე ეჭვიანობა გახდა.

📍 „მთავარი ამბები კახეთიდან“ წერს, რომ რამდენიმე საათის წინ ასაბაშვილი მეზობლის სახლში შევიდა, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, რის შემდეგაც თავად განაცხადა, რომ მეგობარი დაჭრა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading