თეთრიწყაროში საახალწლო ღონისძიება გაიმართა🎄
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ფოლკლორული, ხალხურ საკრავთა და ვოკალური ანსამბლები:
- ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“ – ხელმძღვანელი ივანე გოშუანი
- ი. თავართქილაძის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი „გუდარეხი“ – ხელმძღვანელი გიორგი ხატიაშვილი
- გოგონათა ვოკალური ანსამბლი „ათინათი“ – ხელმძღვანელი ხათუნა თავართქილაძე
- ხალხურ საკრავთა ანსამბლი „მთის არწივი“ – ხელმძღვანელი გურამ კვასტიანი
- სოფელ ხაიშის ხალხურ საკრავთა ანსამბლი „იადგარი“ – ხელმძღვანელი ნათია ოქრუაძე
- სოფელ ჭივჭავის ხალხურ საკრავთა ანსამბლი „ლოგუშედა“ – ხელმძღვანელი მანანა ონიანი
- სოფელ კოდის ხალხურ საკრავთა ანსამბლი „მშვიდობის მტრედები“ – ხელმძღვანელი ლუიზა ასკილაშვილი