პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაასრულა ეკა გიგაურის საქმის შესწავლა, რომელიც ეხებოდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ თეონა გუდაბანძესთან დაკავშირებულ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს.
სამსახურმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი სამართალდამრღვევად ცნო და გიგაურს დავალა Facebook-პოსტის წაშლა დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გაცნობისთანავე. მას გაფრთხილება დაეკისრა.
საქმე ეხებოდა იმას, რომ გიგაურმა Facebook-გვერდზე ჟურნალისტის პირადი მიმოწერის სქრინი გაასაჯაროვა, მობილურის ნომერი არასრულყოფილად დაფარა, რის შემდეგაც სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან ჟურნალისტზე ბულინგი და შეურაცხყოფა განხორციელდა.
საბოლოო გადაწყვეტილება 26 დეკემბერს დაიდო.