2 ივნისს ფორუმი – „ადგილობრივი ძალისხმევა ქალთა და ბავშვთა კეთილდღეობისთვის“ საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით გაიმართა

ღონისძიების მიზანი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის პრეზენტაცია და ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ქვეყნის მუნიციპალიტეტებში შეიქმნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოები, ხოლო საქართველოს პარლამენტში ჩამოყალიბდა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია.

საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას დაესწრნენ:

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ნინო წილოსანი;

კომისიის თავმჯდომარე – მარიამ ლაშხი;

რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე- ზურაბ იაშვილი;

სახალხო დამცველი – ლევან იოსელიანი;

გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე – სოფო კილაძე.

ღონისძიების ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის ექსპერტმა შორენა კახიძემ – საბიუჯეტო პროცესში ქალთა და ბავშვთა საკითხების გათვალისწინების შესახებ, ხოლო, UNICEF-ის ექსპერტებმა ქეთევან მელიქაძემ და ნინო დავითაშვილმა – ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობის შესახებ საქართველოში ინფორმაცია მოგვაწოდეს და გამოწვევებთან გამკლავების კონკრეტული პროგრამების და შესაძლებლობების შესახებ ტრენინგი ჩაგვიტარეს.

ასევე, ფორუმის ბოლო ნაწილი მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოს. მოვამზადეთ საჭიროებებზე მორგებული პროგრამების სამუშუაო დოკუმენტი, რომლის მიზანი გამოწვევების იდენტიფიცირება, პრიორიტეტების განსაზღვრა და გადაჭრის გზების მოძიება იყო.

გარდაბნის მუნიციპალური საბჭოს დებულება 30 მაისს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ დებულება – https://matsne.gov.ge/document/view/6511924?publication=0

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading