ბოლნისის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა – 52,63 მლნ ლარი ინფრასტრუქტურასა და სოციალური პროგრამებისთვის
ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი 52 630 000 ლარით განისაზღვრა
დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი განიხილეს და დაამტკიცეს.
2026 წლის ბიუჯეტი წინა წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებით 2 040 000 ლარით გაიზარდა და 52 630 000 ლარი შეადგინა. სოციალური და ჯანდაცვის პროექტებს 6 509 200 ლარი მოხმარდება, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის კი 2026 წლის ბიუჯეტიდან 10 365 000 ლარი დაიხარჯება.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურა, დასუფთავება და გარემოს დაცვა, განათლება, კულტურის განვითარება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.