მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების გარკვეული პარტიების ბაზრიდან ამოღება.
📌 გადაწყვეტილება მიღებულია გარე მომწოდებლის ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6) ტოქსინ Cereulide-ის შესაძლო რისკის გამო. ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა.
🔍 ბაზრიდან ითხოვება მხოლოდ შემდეგი პარტიები:
• NAN 1 OPTIPRO (800 გ)
• NAN 2 OPTIPRO (800 გ, 400 გ, 1050 გ)
(კონკრეტული პარტიის ნომრები მითითებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში)
❗️თუ გაქვთ აღნიშნული პარტიებიდან რომელიმე პროდუქტი – არ გამოიყენოთ.
ℹ️ Cereulide არის ღებინების გამომწვევი ტოქსინი. შესაძლო სიმპტომებია: ღებინება, დიარეა, სისუსტე (ვლინდება 30 წუთიდან 6 საათამდე და, როგორც წესი, ქრება 24 საათში).
📍ამ ეტაპზე ევროპაში ბავშვების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
👉 სიმპტომების შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.
👉 სხვა პარტიები და Nestlé-ის სხვა ბავშვთა კვების პროდუქტები გამოთხოვას არ ექვემდებარება.
🔹 პროცესი მიმდინარეობს სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის უწყებების ჩართულობით.