გაფიცვა რუსთავის აზოტის ქარხანაში – თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ

რუსთავის აზოტის ქარხანაში თანამშრომლები ხელფასების ზრდას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში უწყვეტ პროტესტს და სამუშაო პროცესის პარალიზებას გეგმავენ.

გაფიცულების განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ისინი ანაზღაურების მატებას ითხოვენ, თუმცა მათი თქმით, ადმინისტრაციამ მოთხოვნები არაერთხელ უგულებელყო.

აქციის მონაწილეების თქმით, ხელმძღვანელობა ხელფასების მხოლოდ 4%-ით გაზრდას სთავაზობს, რაც საშუალოდ დაახლოებით 40 ლარს შეადგენს და მათთვის მიუღებელია.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading