დმანისის მერის ახალგაზრდული სათათბირომ 2025 წლის საქმიანობა შეაჯამა

დმანისის მუნიციპალიტეტში მერის ახალგაზრდული სათათბიროს 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც წევრებმა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და აქტივობები შეაჯამეს.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ დმანისის მერი კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერისა და საკრებულოს მოადგილეები, ასევე ახალგაზრდები და საზოგადოება. მერმა აღნიშნა, რომ თვითმმართველობისთვის ახალგაზრდების ჩართულობა განვითარების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სათათბიროს სამომავლო ინიციატივების განხორციელებაში სრული მხარდაჭერა ექნებათ.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო გეგმები განიხილეს და ახალ პროექტებზე იმსჯელეს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading