ირაკლი კობახიძე თურქმენეთში საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მაკა ბოჭორიშვილთან და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, გუშინ გაემგზავრა თურქმენეთში, სადაც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
კობახიძე ფორუმზე სიტყვით გამოვა. საერთაშორისო ღონისძიება 11-12 დეკემბერს, აშხაბადში ტარდება და თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფორუმში მონაწილეობენ თურქმენეთის, რუსეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები.