ქვემო ქართლში მელიორაციის პროექტებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ გიგლა თამაზიშვილთან და კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ბუცხრიკიძეც ესწრებოდა.

მხარეებმა განიხილეს რეგიონში მელიორაციასთან დაკავშირებული საკითხები – სარწყავი არხების მდგომარეობა, მათი რეაბილიტაციის საჭიროება და მიმდინარე სამუშაოების დროული შესრულება. ყურადღება გამახვილდა 2026 წელს დაგეგმილ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სარწყავი სისტემების გაუმჯობესებასა და წყლის რესურსების ეფექტურ მართვას უზრუნველყოფს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არსებული გამოწვევების გადასაჭრელად პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდება და მელიორაციის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე თანამშრომლობა გააქტიურდება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading