საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

ფორუმის პლენარულ სესიაზე, თემით – “მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის”, მთავრობის მეთაური სიტყვით გამოვა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები სხვა ქვეყანათა ლიდერებთან.

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან:

  • საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი
  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading