სტრასბურგის დიდმა პალატამ 20-21 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა – დადასტურდა კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება.
📌 სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითადი პუნქტები:
- დიდმა პალატამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება გამოიყენოს სპეციალური საშუალებები, როდესაც ხდება სამართალდამცველებზე შეტევა ან შტურმი.
- გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ 20 ივნისის აქციაზე ესკალაცია და პარლამენტზე შტურმი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან იყო წახალისებული.
- სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ძალის სწორად, მხოლოდ ძალადობრივ დემონსტრანტებზე მიმართვა. შედეგად, დაფიქსირდა ევროპის კონვენციის მე-3 (არასათანადო მოპყრობა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) და მე-11 (შეკრების თავისუფლება) მუხლების დარღვევა.
- საქართველოს მთავრობამ პროცესი სრულად და გამჭვირვალედ ითანამშრომლა სასამართლოსთან, რის გამოც ამ ნაწილში დარღვევა არ დადგინდა.
- მე-13 მუხლით მიმართული საჩივრის განხილვა დიდმა პალატამ საჭიროდ არ მიიჩნია.
📌 გამოძიების გაგრძელება:
2024 წლის პალატის გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზების გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო შსს-ის ხელმძღვანელობის მოქმედებების გამოკვლევა. 2025 წლის 12 ნოემბერს პროკურატურამ მიმართა საქმის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა შსს-ის ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას წინააღმდეგ. გამოძიება კვლავ გრძელდება.