საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ბელგრადში
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უმასპინძლებს „სერბეთის სასახლეში“, სადაც გაიმართება ოფიციალური დახვედრის ცერემონია. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება.
ხოლო ოფიციალური შეხვედრები მოიცავს სერბეთის პრემიერ-მინისტრ ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარე ანა ბრნაბიჩთან შეხვედრებსაც.
საქართველოს დელეგაციაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პარლამენტის დეპუტატები ირაკლი მეზურნიშვილი, ირმა ზავრადაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს ელჩი სერბეთში ლევან ბერიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.