,,შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევა”-ირაკლი კობახიძე

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 1 131 არალეგალი მიგრანტი გააძევეს – რაც გასული 7 წლის ჯამურ მაჩვენებელს უტოლდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერება კვლავ სასურველია. „გასული თვეების განმავლობაში თვისებრივად გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანობა, განსაკუთრებით ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციულ…

წაიკითხეთ მეტი

შალვა პაპუაშვილი თურქეთის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თურქეთ–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს, ფარუქ ჩელიქს და ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა. პაპუაშვილმა თურქეთს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში თურქული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის გამო. ფარუქ ჩელიქმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ღირებული მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევამ ორი ქვეყნის მეგობრობა კიდევ…

წაიკითხეთ მეტი

ახალი საკანონმდებლო ინიციატივები – წლის ბოლომდე მიღების მიზნით

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს: 📌 1. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება2006–2007 წლებში მიღებული არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები, რომლებმაც რეგიონში სეპარატისტული პროცესები გააძლიერა, პარლამენტის მიერ ოფიციალურად უქმდება. ფუნქციონირებას განაგრძობენ მხოლოდ ლეგიტიმურად არჩეული დევნილთა მუნიციპალიტეტები (ახალგორი, ქურთი, თიღვი, ერედვი). 📌 2. ინსტიტუციური მოდელების კონსოლიდაციაანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან გადაიცემა სახელმწიფო აუდიტის…

წაიკითხეთ მეტი

საკანონმდებლო ინიციატივა: ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმება, ფუნქციონირებას განაგრძობენ მხოლოდ ლეგიტიმურად არჩეული დევნილთა მუნიციპალიტეტები

📌 პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ინიციაცია ექნება საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც უკავშირდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას.📌 ცვლილების მიზანია 2006–2007 წლებში მიღებული არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების ბათილობა, რომლებიც ადრე ე.წ. „ალტერნატიული მთავრობის“ საფუძველზე იქნა მიღებული.📌 ამ ნაბიჯით პარლამენტი აღიარებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება იყო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და გარე ძალების გეოპოლიტიკური გავლენის ნაწილი.📌 ფუნქციონირებას განაგრძობენ…

წაიკითხეთ მეტი

გიორგი სვანიძე დაესწრო ბოლნისის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პირველ სხდომას

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მე-6 მოწვევის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე პაპუნა მუშკუდიანი უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე. დეპუტატებმა დღის წესრიგით ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: სხდომა წარმატებით ჩატარდა და კომისიის წევრებმა შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.

წაიკითხეთ მეტი

ირაკლი კობახიძე: საქართველო სულ უფრო მეტად იძენს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული დამაკავშირებლის როლს

საქართველო ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიულ დამაკავშირებელ ქვეყნად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთის პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების სფეროში უკვე მოაქვს ხელშესახები შედეგები და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ორივე ქვეყნისთვის. „ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად იქცა. თავისუფალი…

წაიკითხეთ მეტი

ირაკლი კობახიძე ჩინეთის პრემიერ ლი ციანს შეხვდა – საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ღრმავდება

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს, ოფიციალური შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ლი ციანს ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში ორმხრივი…

წაიკითხეთ მეტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა მერის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპ-ისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა მერის წარმომადგენლებთან, ა(ა)იპ-ისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მერმა ახალი მოადგილე შალვა გურულიშვილი წარადგინა და მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები განიხილა.განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე და მათ ეფექტიან განხორციელებაზე ადგილობრივ დონეზე. შეხვედრაში მერის პირველი მოადგილე რამაზ ბუდაღაშვილი და მოადგილე ფუად მირზოევი მონაწილეობდნენ.

წაიკითხეთ მეტი

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა რუსთავის საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

მონაცემების მიხედვით, 106 654 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 351 მოქალაქემ, მათგან 3847 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა. პარტიათა მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა: მანდატების გადანაწილება პროპორციული სისტემით: მაჟორიტარული არჩევნების შედეგი:რუსთავის ყველა ათ ოლქში გამარჯვება მოიპოვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. საკრებულოს შემადგენლობა:სულ 25 წევრიდან, 21 წარმომადგენელი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის. ახალი საკრებულოს წევრებისა და მერების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან შევა…

წაიკითხეთ მეტი

ირაკლი კობახიძე: ,,ქართველი ხალხის არჩევანის წინააღმდეგ მოქმედება მიუღებელია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დასავლეთს – მათ შორის, აშშ-სა და ევროკავშირს – ბრალი დასდო საქართველოში განხორციელებულ ძალადობრივ შტურმზე დუმილისა და ოპოზიციის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვაში. მისი თქმით, უცხოური ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მხრიდან არ ყოფილა დაგმობა პრეზიდენტის სასახლის შტურმისა და არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობის მიმართ, რაც, კობახიძის შეფასებით, ძალადობისადმი მიკერძოებულ მხარდაჭერად აღიქმება. პრემიერის განცხადებით, ევროპაში სუვერენიტეტის კრიზისი…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »