ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა რუსთავის საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმი

მონაცემების მიხედვით, 106 654 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 351 მოქალაქემ, მათგან 3847 ბიულეტენი ბათილი აღმოჩნდა.

პარტიათა მიერ მიღებული ხმები ასე გადანაწილდა:

  • „ქართული ოცნება“ – 25 544 ხმა
  • „ძლიერი საქართველო – ლელო“ – 2016 ხმა
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 2011 ხმა
  • „გირჩი“ – 2011 ხმა
  • „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 1411 ხმა
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 606 ხმა
  • „თავისუფალი საქართველო“ – 572 ხმა
  • „სახალხო ხელისუფლება“ – 234 ხმა

მანდატების გადანაწილება პროპორციული სისტემით:

  • „ქართული ოცნება“ – 11 მანდატი
  • „გირჩი“ – 1 მანდატი
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 1 მანდატი
  • „ძლიერი საქართველო – ლელო“ – 1 მანდატი
  • „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 1 მანდატი

მაჟორიტარული არჩევნების შედეგი:
რუსთავის ყველა ათ ოლქში გამარჯვება მოიპოვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა.

საკრებულოს შემადგენლობა:
სულ 25 წევრიდან, 21 წარმომადგენელი „ქართულ ოცნებას“ ეკუთვნის.

ახალი საკრებულოს წევრებისა და მერების უფლებამოსილება 29 ოქტომბრიდან შევა ძალაში. საკრებულოს პირველი სხდომა 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading