ირაკლი კობახიძე: უმაღლესი განათლების სწავლების ხანგრძლივობა სპეციალობებზე სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას უმაღლესი განათლების სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, სხვადასხვა ფაკულტეტზე და სპეციალობაზე სწავლების ხანგრძლივობა არ ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს და შემუშავებულ სტანდარტებს.

„თავის დროზე დამკვიდრდა გარკვეული სისტემა და იმის შემდეგ არავის უფიქრია გადაეხედა სწავლების ხანგრძლივობისთვის… ამაზე გვაქვს ჩვენი პასუხი ამ კონცეფციაში,“ – აღნიშნა პრემიერმა.

კობახიძის განცხადებით, განათლების სისტემაში მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა ხარისხის მართვას უკავშირდება. მისი თქმით, ხარისხის მართვის სისტემა ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ უზრუნველყოფს განათლების რეალურ სტანდარტს.

„არსებითად გაუმართავია ხარისხის მართვის სისტემა. სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ხარისხის უზრუნველყოფაზე უმაღლეს განათლებაში და აქ არის უამრავი ხარვეზი. გვჭირდება სერიოზული ცვლილებები,“ – განაცხადა მან.

პრემიერის თქმით, რეფორმის ფარგლებში წარმოდგენილია ხედვა, რომელიც მიზნად ისახავს ამ პრობლემების გადაწყვეტას, მათ შორის სწავლების ხანგრძლივობის გადახედვას და ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესებას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading