2023-2024 სასწავლო წელს 8 041 მოსწავლის სტატუსი შეჩერდა, 3 223-ს კი შეუწყდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 11 ნოემბრის ანგარიშის „ქალი და კაცი საქართველოში 2025“ მიხედვით, საჯარო და კერძო სკოლებში 8 041 მოსწავლის სტატუსი შეჩერდა (3 585 გოგო, 4 456 ბიჭი), ხოლო 3 223 მოსწავლეს სტატუსი შეუწყდა (1 117 გოგო, 2 106 ბიჭი). კლასების მიხედვით, სტატუსის შეჩერების და შეწყვეტის ყველაზე მეტი შემთხვევა მე-10 კლასში დაფიქსირდა. სტატუსი შეჩერდა 1…

წაიკითხეთ მეტი

📚 განათლების სამინისტროს განმარტება კერძო რეპეტიტორობის საკითხზე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ 9 ნოემბერს განმარტა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ მასწავლებელს სკოლის გარეთ კერძო რეპეტიტორობის უფლება არ ეზღუდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგი რეპეტიტორობას ახორციელებს ტრენინგ-ცენტრში ან მოსამზადებელ ცენტრში, მას ამისთვის სკოლის დირექტორის წერილობითი თანხმობა სჭირდება. გაბისონიას განცხადებით, ეს მოთხოვნა გამომდინარეობს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებიდან, რომლის…

წაიკითხეთ მეტი

ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით თბილისში გაეროს მოდელირების კონფერენცია 2025 გაიმართება

ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, 12-14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება „გაეროს მოდელირების კონფერენცია 2025“ (Model UN) – ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ლიდერული, მოლაპარაკების, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებას. პროექტის ფარგლებში შერჩეული მონაწილეები გაივლიან ტრენინგებს, ხოლო კონფერენციის დასრულების შემდეგ საუკეთესო დელეგატს მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა – სრული დაფინანსებით გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიიღოს მონაწილეობა…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს სკოლებში დაიწყო ანტინარკოტიკული კამპანია „მე მომავალში“

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ინიციატივით, მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა მართლწესრიგის ოფიცრებთან ერთად დაიწყეს კამპანია, რომელიც მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. დღეს 6 საჯარო სკოლის VI–IX კლასის მოსწავლეებს საინფორმაციო შეხვედრები ჩაუტარდათ, სადაც მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ნარკოტიკების მავნე ზემოქმედებისა და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე. კამპანია წლის ბოლომდე გაგრძელდება და…

წაიკითხეთ მეტი

2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო 10 პედაგოგს გადაეცა

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო საქართველოს მასშტაბით 10 პედაგოგს გადაეცა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. 🏅 მასწავლებლის ეროვნული პრემია…

წაიკითხეთ მეტი

🎓 ჩაერთე სტუდენტთა მესამე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაში – თემაზე „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“

თუ ხარ ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი, შეგიძლია გახდე მონაწილე სტუდენტთა მესამე ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის, თემაზე:„საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“. 📅 თეზისების მიღების ბოლო ვადაა: 3 ნოემბერი, 18:00 საათი.📧 თეზისები გამოაგზავნე ელფოსტაზე: info@resorts.gov.ge(საგანში მიუთითე – „სტუდენტური კონფერენცია“) 🏆 ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება სსიპ „კურორტების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონულ ჟურნალში,ხოლო გამარჯვებულები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან! 📍 კონფერენცია გაიმართება…

წაიკითხეთ მეტი

განათლების სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა, რომელთა მიზანია უწყების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა. განათლების სამინისტროს განცხადება: „სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შემავალი ახალგაზრდობის დეპარტამენტის ფუნქციებს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო განახორციელებს. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და ააიპ პროფესიული უნარების სააგენტო ცალკეული უწყების სახით აღარ იარსებებს და ფუნქციონირებას სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გააგრძელებს. სიახლეებია ინკლუზიური განათლების…

წაიკითხეთ მეტი

საქართველოს განათლების სამინისტრომ ახალი პლატფორმა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ წარადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი ელექტრონული პლატფორმის – „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. ინიციატივის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერება და დიასპორის საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოება. პლატფორმის პრეზენტაციას განათლების მინისტრი გივი მიქანაძე ესწრებოდა. მან პროექტის შემუშავებაში ჩართულ მხარეებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინიციატივა დიდ წვლილს შეიტანს უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებში…

წაიკითხეთ მეტი

დმანისში „პოზიტიური მშობლობის“ თემაზე 5-დღიანი ტრენინგი გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ ორგანიზებით, გაიმართა 5-დღიანი ტრენინგი თემაზე – „პოზიტიური მშობლობა“. ტრენინგში მონაწილეობდნენ:👨‍👩‍👧‍👦 „დმანისის დღის და ადრეული განვითარების ცენტრის“ აღსაზრდელთა მშობლები👩‍🏫 პედაგოგები🏛 მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის თანამშრომლები ტრენინგის ფარგლებში განხილული იყო მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა:🔹 მშობლისა და შვილის ემოციური კავშირი🔹 ძალადობის ფორმები და ბულინგი🔹…

წაიკითხეთ მეტი

2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს უკვე 293 სკოლა ასწავლის – საგნის პოპულარობა იზრდება რეგიონებში

საქართველოში მედიაწიგნიერება როგორც არჩევითი საგანი სულ უფრო მეტ სკოლაში ხორციელდება – 2025 წლისთვის მისი სწავლება უკვე 293 სკოლაში დაიწყო, რომელთა 90%-ზე მეტი რეგიონებშია განთავსებული. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. 📈 ზრდის დინამიკა: 📌 მედიაწიგნიერება ისწავლება X, XI და XII კლასის მოსწავლეებისთვის ერთსემესტრიანი კურსის სახით. ის მიზნად ისახავს: 📚 საგნის სწავლება ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული საგანმანათლებლო სტანდარტით, მოდულითა…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »