2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო 10 პედაგოგს გადაეცა

განათლების სისტემისა და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2025 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და 10 000 ლარიანი ფულადი ჯილდო საქართველოს მასშტაბით 10 პედაგოგს გადაეცა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

🏅 მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი გადაეცათ შემდეგ პედაგოგებს:

  • ნანა ბურძენიძე – ჭიათურის მე-4 საჯარო სკოლა
  • თინათინ ფრუიძე – ბოლნისის პირველი საჯარო სკოლა
  • მაგდანა მათითაიშვილი – ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა
  • კლარა ფოცხვერაშვილი – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლა
  • ციალა ჭანტურია – წალენჯიხის მეორე საჯარო სკოლა
  • თამარ ჩხაიძე – თბილისის 37-ე საჯარო სკოლა
  • ელენე პატაშური – დუშეთის პირველი საჯარო სკოლა
  • ნელი გელაშვილი – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა
  • შორენა ყარალაშვილი – ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა
  • თეიმურაზ დავითაძე – დაბა შუახევის საჯარო სკოლა

📅 მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ამ დღეს ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარი, როგორც მათ პროფესიულ მოღვაწეობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღიარება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading