1 ნოემბრიდან საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულთა თანამდებობების თავსებადობის ახალი წესი ამოქმედდება

2025 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შევა კანონი, რომლის მიხედვითაც საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, მათ შორის საჯარო სკოლაში დასაქმებულ პირს აღარ ექნება უფლება, პარალელურად მუშაობდეს სხვა საჯარო სამსახურში.

კერძოდ, აკრძალვა ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე – დასაქმებული ვერ იმუშავებს:

  • სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში;
  • სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში;
  • იმ საწარმოში, რომლის აქციათა ან წილის 50%-ს ან მეტს ფლობს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი;
  • ზემოაღნიშნული საწარმოს შვილობილ საწარმოში.

📌 გამონაკლისების ჩამონათვალს – ანუ იმ საქმიანობებისა და დაწესებულებების სიას, რომლებზეაც აღნიშნული აკრძალვა არ გავრცელდება – განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა შესაბამისი დადგენილებით.
სავარაუდოდ, სიაში მოხვდებიან ისეთი სპეციალისტები, როგორიცაა ბუღალტერი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი და სხვა. როგორც კი დადგენილება გამოქვეყნდება, დამატებითი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი.

🔹 ასევე, იმ შემთხვევებში, როდესაც საჯარო სექტორის თანამშრომელი სხვა ანაზღაურებად საქმიანობას ახორციელებს (მაგალითად, სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით ან სპორტულ საქმიანობას), ან იკავებს აკადემიურ თანამდებობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში – მას მოუწევს დაწესებულების ხელმძღვანელის (მაგალითად, სკოლის დირექტორის) მიერ გაცემული ერთჯერადი, წერილობითი თანხმობის მოპოვება, რომელიც გაიცემა კონკრეტული ვადით, მაქსიმუმ 1 წლით.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading