თეთრიწყაროს სპორტსმენებმა კასპში გამართულ ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე წარმატება მოიპოვეს 🥋

26 ოქტომბერს, ქალაქ კასპში გაიმართა ლევან ძამუკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი კარატეში, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასულმა წამყვანმა სპორტსმენებმა იასპარეზეს. ტურნირში მონაწილეობდა 28 კლუბი და სულ 292 სპორტსმენი.

მაღალი შედეგები აჩვენეს ა(ა)იპ „თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის“ კარატეს სექციის წარმომადგენლებმაც, რომლებმაც ტურნირიდან რამდენიმე მედალი მოიპოვეს:

🥇 I ადგილი:

  • გაბრიელ თამაზაშვილი – 6-7 წლ. -27კგ
  • მარიამ ბექაური – 10-11 წლ. -30კგ

🥈 II ადგილი:

  • ბარბარე ყანჩაველი – 10-11 წლ. -30კგ
  • აიაზი კაზიმოვი – 10-11 წლ. -30კგ
  • თემური ელიაური – 16-17 წლ. -68კგ

🥉 III ადგილი:

  • სერგეი კაზარიანი – 8-9 წლ. -25კგ
  • თამარ მჭედლიძე – 12-13 წლ. -42კგ
  • თამარი ყანჩაველი – 12-13 წლ. -52კგ
  • ვიგენ კარამოვი – 16-17 წლ. -61კგ
  • გიორგი ელიაური – 16-17 წლ. -68კგ
  • მუშნი ჩარკვიანი – 16-17 წლ. +76კგ

📌 ახალგაზრდა სპორტსმენები ტურნირისთვის ამზადებდნენ მწვრთნელები მინდია აფციაური და ვასილ მაღლაკელიძე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading